top of page

პროსტატის კიბო

Updated: Jul 8


ree

ადრეული აღმოჩენა, დიაგნოზი და მკურნალობა


პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. განსაკუთრებით საშიშია 50 წლის ზემოთ ასაკში. რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოზის დასმა, მით უფრო მაღალია სრული განკურნების შანსი. ჩვენს კლინიკაში, თბილისში გთავაზობთ პროსტატას კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტებით.


რა არის პროსტატას კიბო?

ეს არის პროცესი, როდესაც პროსტატას ჯირკვალში უჯრედები იწყებენ უკონტროლო ზრდას. ზოგჯერ კიბო ნელა იზრდება და არ საჭიროებს მყისიერ ჩარევას, თუმცა არსებობს აგრესიული ფორმებიც, რომლებიც სწრაფად ვრცელდება.


ვის ემუქრება პროსტატას კიბო?

  • 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს

  • ვისაც ჰყავს ოჯახის წევრი ამ დაავადებით

  • კავკასიური ან აფრიკული წარმოშობის მამაკაცებს

  • ჭარბწონიან და ნაკლებად აქტიურ ადამიანებს


სიმპტომები (მძიმე ან დაგვიანებული ფორმების დროს)

  • შარდვის გაძნელება

  • სუსტი ნაკადი

  • ღამით ხშირი შარდვა

  • შარდში ან სპერმაში სისხლი

  • ტკივილი მენჯის ან ძვლის არეში

პროსტატას კიბო ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული PSA ტესტი და უროლოგის კონსულტაცია.

დიაგნოსტიკა

  • PSA ტესტი (პროსტატას სპეციფიკური ანტიგენი)

  • რექტალური გამოკვლევა

  • მულტიპარამეტრიული პროსტატას MRI

  • ბიოფსია, საჭიროების შემთხვევაში


მკურნალობის გზები

მკურნალობა შერჩეულია სიმსივნის სტადიისა და აგრესიულობის მიხედვით:

  • დაკვირვება – დაბალი რისკის შემთხვევებში

  • ქირურგიული მკურნალობა – ენდოსკოპიური პროსტატექტომია

  • რადიოთერაპია

  • ჰორმონული თერაპია

  • ქიმიოთერაპია – გავრცელებული შემთხვევებისთვის


ჩვენი გუნდი მუშაობს ონკოლოგებთან და რადიოთერაპევტებთან ერთად ერთიან სამკურნალო გეგმაზე.


📞 ჩაეწერეთ კონსულტაციაზე დღესვე: +995598257727

ადრეული დიაგნოზი – სიცოცხლის გადარჩენის შანსია!

Comments


© 2025, ექიმი გიორგი ხვადაგიანი

bottom of page